სტუდიო ლიბერთის პადელის ღია პირველობა
16–18 ოქტომბერს KUS TBA PADEL-ზე სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის პადელის ღია პირველობა გაიმართება.
ტურნირი ტარდება ქალთა და კაცთა B და C კატეგორიებში.
ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებს.
საპრიზო ფონდი: 16,000 ლარი
რეგისტრაცია უფასოა და ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის.
B კატეგორია — საშუალო / კონკურენტული მოთამაშეები
- ტურნირების რეგულარული მონაწილეები;
- შეუძლიათ სტაბილური შეტევა და დაცვა;
- აქვთ საბაზისო ტაქტიკური ცოდნა;
- ახალი მოთამაშეები ჩოგნის სპორტის სხვა სახეობებში გამოცდილებით.
C კატეგორია — დამწყები / მოყვარული მოთამაშეები
- არ აქვთ პროფესიული/სერიოზული გამოცდილება სხვა ჩოგნის სპორტის სახეობაში;
- არ აქვთ მნიშვნელოვანი შედეგები ტურნირებზე.
გუნდების რაოდენობა
B კატეგორია
- კაცები — 32 გუნდი;
- ქალები — 8 გუნდი.
C კატეგორია
- კაცები — 64 გუნდი;
- ქალები — 8 გუნდი.
თითოეულ გუნდში 2 მოთამაშეა.
რეგისტრაცია
რეგისტრაციისთვის აირჩიე შესაბამისი კატეგორია:
რეგისტრაცია დასრულდება 8 ოქტომბერს.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ტურნირში მონაწილეობის დადასტურების შესახებ ინფორმაციას SMS-ის სახით 10 ოქტომბრამდე მიიღებ.