ბბ დაზღვევა
ისარგებლე BB დაზღვევის სპეციალური შეთავაზებით და მიიღე ფასდაკლება ავტო, რემონტის და ქონების დაზღვევაზე.
შეთავაზება მოიცავს:
ავტო დაზღვევა - 20%-იანი ფასდაკლება
ავტო დაზღვევა მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევის, ხანძრის ან აფეთქების, სტიქიური უბედურებების, საგნების ვარდნის, ვანდალიზმისა და ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად გამოწვეულ რისკებს. ასევე გათვალისწინებულია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა.
რემონტის დაზღვევა - 10%-იანი ფასდაკლება
რემონტის დაზღვევა მოიცავს ხანძრით, აფეთქებით, სტიქიური მოვლენებით, მიწისძვრით, წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემიდან გამონადენი წყლით გამოწვეულ დაზიანებებს. ასევე გათვალისწინებულია დაზღვეული ქონების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირის წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევა.
ქონების დაზღვევა - 10%-იანი ფასდაკლება
ქონების დაზღვევა მოიცავს სახლს, მასთან არსებულ დამხმარე ნაგებობებსა და ავეჯს ან საცხოვრებელ ფართს. დაზღვევა ფარავს მათ შორის ხანძრის, აფეთქების, სტიქიური მოვლენების, წყალგაყვანილობის სისტემიდან წყლის გამონადენის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, მიწისძვრისა და სხვა განსაზღვრულ რისკებს.
შეთავაზების პირობები:
- შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სტუდიო ლიბერთის როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს
- შეთავაზება ძალაშია წლის ბოლომდე
- შეთავაზებით სარგებლობისთვის დაუკავშირდი სტუდიო ბანკირს ან დისტანციური მომსახურების ცენტრს ნომერზე: +995 32 2 55 55 05
BB დაზღვევის ცხელი ხაზი: +995 32 2 921 921
ელფოსტა: bbclient@bb.ge