ვებგვერდის საცდელი ვერსია

შემნახველი მეტი

გახსენი ანაბარი „შემნახველი მეტი“ და დააგროვე უფრო მეტი სურვილებისთვის

შემნახველი მეტი
განათავსე ნებისმიერი ოდენობის თანხა, ისარგებლე მოქნილი პირობებით და მაღალი სარგებლით
განათავსე ნებისმიერი ოდენობის თანხა, ისარგებლე მოქნილი პირობებით და მაღალი სარგებლით
  • წლიური ლარში 9,5%, ეფექტური ლარში 0,95%
  • ანაბარზე სარგებელი ირიცხება როგორც განთავსებულ თანხაზე, ასევე მასზე დარიცხულ სარგებელზეც
  • დაამატე ან გაიტანე შენთვის სასურველი თანხა ნებისმიერ დროს
  • ანაბრის გახსნა შეგიძლია სტუდიო ლიბერთის ფილიალში, ან მარტივად -  მობაილ ბანკიდან

შემნახველი მეტის პირობები

ანაბრის ვადა

არ არის განსაზღვრული
 

ანაბრის ვალუტა

ლარი, აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი
 

საპროცენტო სარგებლის დარიცხვა

საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხორციელდება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურზე, ანუ ხელუხლებელ თანხაზე

ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა
  • უფასოდ, თუ თანხის გატანა ხდება იმ ფილიალიდან/სერვისცენტრიდან, სადაც მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა
  • უფასოდ, იმ ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატის ან/და სწრაფი გადახდის (LB Pay/365) აპარატიდან მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა
  • სხვა შემთხვევაში თანხის გატანაზე გავრცელდება შესაბამისი სატარიფო პაკეტისთვის განსაზღვრული ანგარიშიდან თანხის განაღდებაზე დაწესებული მომსახურების საკომისიო

ანაბარი შემნახველი მეტის წლიური საპროცენტო განაკვეთი

ვალუტა ნომინალური ეფექტური
ლარი 9.50% 0.95%
აშშ დოლარი 0.50% 0.05%
ევრო 0.25% 0.03%
გირვანქა სტერლინგი 0.10% 0.01%
ვალუტა ნომინალური ეფექტური
ლარი 9.50% 0.95%
ვალუტა ნომინალური ეფექტური
აშშ დოლარი 0.50% 0.05%
ვალუტა ნომინალური ეფექტური
ევრო 0.25% 0.03%
ვალუტა ნომინალური ეფექტური
გირვანქა სტერლინგი 0.10% 0.01%

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია იმ დაშვიბით რომ თვის განმავლობაში ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს საშუალოდ 1000 (ათასი) ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი 100 (ასი) ერთეულს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში;

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით;

მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406;

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge