შემნახველი მეტი
გახსენი ანაბარი „შემნახველი მეტი“ და დააგროვე უფრო მეტი სურვილებისთვის
წლიური ლარში 9,5%, ეფექტური ლარში 0,95% ანაბარზე სარგებელი ირიცხება როგორც განთავსებულ თანხაზე, ასევე მასზე დარიცხულ სარგებელზეც დაამატე ან გაიტანე შენთვის სასურველი თანხა ნებისმიერ დროს ანაბრის გახსნა შეგიძლია სტუდიო ლიბერთის ფილიალში, ან მარტივად - მობაილ ბანკიდან
შემნახველი მეტის პირობები
| ანაბრის გახსნა და მომსახურება | უფასო |
| ანაბრის ვადა | არ არის განსაზღვრული |
| ანაბრის ვალუტა | ლარი, აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი |
| ანაბარზე პირველადი მინიმალური შენატანი | არ მოითხოვება |
| საპროცენტო სარგებლის დარიცხვა | საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხორციელდება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურზე, ანუ ხელუხლებელ თანხაზე |
| ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა | უფასოდ, თუ თანხის გატანა ხდება იმ ფილიალიდან/სერვისცენტრიდან, სადაც მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა. უფასოდ, იმ ფილიალიდან/სერვის-ცენტრიდან, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატის ან/და სწრაფი გადახდის (LB Pay/365) აპარატიდან მოხდა ამ თანხის ნაღდი სახით შეტანა. სხვა შემთხვევაში თანხის გატანაზე გავრცელდება შესაბამისი სატარიფო პაკეტისთვის განსაზღვრული ანგარიშიდან თანხის განაღდებაზე დაწესებული მომსახურების საკომისიო. |
ანაბარი შემნახველი მეტის წლიური საპროცენტო განაკვეთი
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| ლარი | 9.50% | 0.95% |
| აშშ დოლარი | 0.50% | 0.05% |
| ევრო | 0.25% | 0.03% |
| გირვანქა სტერლინგი | 0.10% | 0.01% |
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| ლარი | 9.50% | 0.95% |
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| აშშ დოლარი | 0.50% | 0.05% |
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| ევრო | 0.25% | 0.03% |
| ვალუტა | ნომინალური | ეფექტური |
|---|---|---|
| გირვანქა სტერლინგი | 0.10% | 0.01% |
*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია იმ დაშვიბით რომ თვის განმავლობაში ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს საშუალოდ 1000 (ათასი) ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი 100 (ასი) ერთეულს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:
- უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
- ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს;
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406;
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge