ვებგვერდის საცდელი ვერსია

ივნისი 27, 2025

სამოგზაურო უპირატესობები სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათის მფლობელებისთვის 

სტუდიო ლიბერთის ციფრული თუ პრემიუმ ნაკრების მფლობელები, მაღალი კლასის Visa Platinum ბარათით სარგებლობენ, რომელიც გლობალურ პრივილეგიებთან ერთად, სპეციალურ სამოგზაურო უპირატესობებს აერთიანებს - სწრაფი სერვისები აეროპორტებში, აეროპორტის  ლაუნჯებზე წვდომა ექსკლუზიური პირობებით, სამოგზაურო დაზღვევა, როუმინგი და სხვა უპირატესობები სტუდიო ლიბერთის Visa ბარათით მოგზაურობას კიდევ უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს ხდის.
 

გაეცანით Visa-ს ყველა სამოგზაურო უპირატესობას სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: 

გაეცანით Visa-ს ყველა სამოგზაურო უპირატესობას სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: 

Visa Airport Companion

ისარგებლეთ 1200-ზე მეტ აეროპორტის ლაუნჯით მსოფლიოს მასშტაბით, Visa Airport Companion აპლიკაციის მეშვეობით. 8 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი გამოიყენეთ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ სტუდიოს ლიბერთის წევრებისთვის: დამატებით +1 სტუმრის შეყვანა უფასოდ აეროპორტის ლაუნჯში. სტუმარი შეიძლება იყოს ზრდასრული, ან ბავშვი - თქვენი სურვილისამებრ. 

გაეცანით ლაუნჯებით სარგებლობის პირობებს და ნახეთ აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები: Visa Airport Companion


Visa ინტერნეტი როუმინგის დროს

სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით მოგზაურობისას, გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ 3GB Airalo-ს მობილური ინტერნეტით უფასოდ.  ხოლო 8 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ექსკლუზიურად სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, დამატებით +6GB უფასო სამოგზაურო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი Roamingo-ს  საშუალებით: მიიღეთ 2-ჯერ 3GB ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში. . 

გაიაქტიურეთ ინტერნეტი Roamingo-ს აპლიკაციით მარტივად, იხილეთ დეტალური ინსტრუქცია ბმულზე: დეტალები


თბილისის აეროპორტის და საერთაშორისო აეროპორტების Fast Track სერვისი

ისარგებლეთ დაჩქარებული პასპორტ კონტროლის სერვისით: 

● წელიწადში 2-ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტივად, გამგზავრების ზონაში მდებარე Fast Track შესასვლელთან, ციფრული ან ფიზიკური სტუდიო ლიბერთისStudio Visa Platinum ბარათის პოს ტერმინალზე მიდებით.

● მსოფლიო მასშტაბით 30-ზე მეტ საერთაშორისო აეროპორტში


სამოგზაურო დაზღვევა

იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად - სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას, თქვენი მოგზაურობა ავტომატურად დაზღვეულია საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევით. დაზღვევა აქტიურდება მოგზაურობის დაწყებისთანავე და მოქმედებს მთელი პერიოდის განმავლობაში. გაეცანით დაზღვევის პირობებს დეტალურად

Visa Concierge სერვისი

სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ Visa Concierge სერვისით - პერსონალური ასისტენტი, რომელიც 24/7 ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

სერვისი დაგეხმარებათ სხვადასხვა ამოცანის მარტივად განხორციელებაში:

- რესტორნის ან ღონისძიების დაჯავშნა

- მოგზაურობის დაგეგმვა

- კონკრეტული სერვისის მოძიება უცხოეთში

- ან უბრალოდ დროის დაზოგვა ყოველდღიურ დეტალებში

მიიღეთ ფასდაკლება აეროპორტის ტაქსის მომსახურებაზე 

მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება Bolt-ის მგზავრობებზე თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტში ან აეროპორტიდან სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ბარათით გადახდისას. დეტალური პირობები

ისარგებლეთ პრემიუმ სერვისებით სასტურმოებში

Visa Luxury Hotels Collection - პრემიუმ სერვისები მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში:

- გარანტირებული საუკეთესო ფასი

- ნომრის განახლება (ხელმისაწვდომობის მიხედვით)

- ყოველდღიური საუზმე ორ სტუმარზე

- Late check-out მოთხოვნის შემთხვევაში

- VIP სტუმრის სტატუსი

- $25-იანი საკვები და სასმელის (ან მსგავსი სერვისის) კრედიტი 

Agoda.com-ზე სასტუმროს დაჯავშნისას კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ.

გამოიყენეთ შეთავაზებები მოგზაურობისას მანქანის დაქირავების სერვისებზე

●    SIXT - დაჯავშნეთ ავტომობილი SIXT-ის ქსელში, 100-ზე მეტ ქვეყანაში და ისარგებლეთ 15%-მდე ფასდაკლებით. 

●    AVIS - იქირავეთ ავტომობილი AVIS-ის ქსელში მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლეთ 35%-მდე ფასდაკლებით. 
 

გახდი სტუდიო მარტივად - ლიბერთის მობაილ ბანკიდან

აიღე ციფრული ნაკრები, მართე შენი ფინანსები და ისარგებლე უპირატესობებით

გახდი სტუდიო მარტივად - ლიბერთის მობაილ ბანკიდან