აზიური თავგადასავალი სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის
გაემგზავრეთ შრი-ლანკას 11-დღიან მოგზაურობაში, სადაც ბუნება, კულტურა და სულიერი სიმშვიდე ერთ მთლიან თავგადასავალად იქცევა.
ტურის განმავლობაში გაეცნობით აზიური კულტურისა და ისტორიის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, დაწყებული Dambulla Cave Temple-ით - კლდეში გამოკვეთილი ტაძრებითა და 150-ზე მეტი ბუდას ქანდაკებით, დამთავრებული სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრით, სადაც სუნელებისა და ტროპიკული არომატების ზღაპრული ქაოსი დაგხვდებათ.
ტურის განმავლობაში ადგილობრივებთან ერთად შეისწავლით აზიური კერძების მომზადებასაც და მოინახულებთ ბუდისტური სამყაროს მთავარ ღირსშესანიშნაობას - Sacred Tooth Relic Temple-ს.
ტურის განმავლობაში იმოგზაურებთ ლეგენდარული მატარებლით ჩაის პლანტაციებს შორის, გადაიღებთ დაუვიწყარ კადრებს კერძო ფოტოგრაფთან ერთად. ეს ტური ასევე სავსეა ექსტრემალური აქტივობებითაც - Zipline, Rafting ან Scuba Diving.
შრი-ლანკის ტური არის მათთვის, ვისაც მთელი სამყაროს გაცნობა ერთი მოგზაურობით სურს.
იხილეთ: ტურის დეტალური აღწერა
თარიღი: 29 ნოემბერი - 9 დეკემბერი
ხანგრძლივობა: 11 დღე / 10 ღამე
გამგზავრების ადგილი: თბილისი
ტურში ცვლილება
ტურში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია თქვენს სამოგზაურო მენეჯერთან კონსულტაციის პროცესში.
ტურით სარგებლობისთვის დააჭირეთ - “მოითხოვე კონსულტაცია”
გაითვალისწინეთ! ტურების რაოდენობა ლიმიტირებულია.