ესპანური თავგადასავალი და რედიოჰედის კონცერტი სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის
გაიცანით მადრიდი, ესპანეთის გული, სრულიად ახალი პერსპექტივით და გამოსცადეთ 4-დღიანი დაუვიწყარი ტური, რომელიც აერთიანებს კულტურას, მუსიკას და განსაკუთრებულ ესპანურ ენერგიას.
გაიცნობთ ქალაქს, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის და დღეს თანამედროვე არტისტები ქმნიან ესპანეთის ახალ იდენტობას. დააგემოვნებთ ტრადიციულ კერძებს, ისწავლით მათ მომზადებას ადგილობრივ შეფებთან ერთად და საკუთარ თავზე გამოცდით მადრიდის სტუმართმოყვარეობის ნამდვილ სითბოს.
ტურის ერთ-ერთი მთავარი ემოციური მომენტი იქნება „Radiohead“-ის გრანდიოზულ კონცერტზე დასწრება მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არენაზე. ეს არის უნიკალური შანსი, მოუსმინოთ მსოფლიო დონის ბენდს ცოცხლად ქალაქში, სადაც მუსიკა ქუჩაშიც კი არასდროს ჩერდება.
ტურის განმავლობაში შეძლებთ არა მხოლოდ ქალაქის სილამაზის, არამედ ესპანელი ხალხის ყოველდღიურობის შესწავლასაც.
ეს ტური შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს ემოციას, კულტურას და ინსპირაციას ერთ მოგზაურობაში.
იხილეთ: ტურის დეტალური აღწერა.
თარიღი: 4-8 ნოემბერი
ხანგრძლივობა: 4ღღე/4 ღამე
გამგზავრების ადგილი: თბილისი
ტურში ცვლილება
ტურში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია თქვენს სამოგზაურო მენეჯერთან კონსულტაციის პროცესში.
ტურით სარგებლობისთვის დააჭირეთ - “მოითხოვე კონსულტაცია”
გაითვალისწინეთ! ტურების რაოდენობა ლიმიტირებულია.