ტოსკანური თავგადასავალი სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის
გამოსცადეთ ექსკლუზიური 4-დღიანი ტური, რომელიც ნამდვილ ტოსკანას და მის უცნობ თავგადასავლებს გაგაცნობთ.
შეიგრძნობთ, როგორია ცხოვრება და კულინარიული ყოველდღიურობა Mamma Nora - ს ტოსკანურ ფერმაში, მოინახულებთ ულამაზეს ვენახებს და გაეცნობით მათი მეღვინეობის ტრადიციებს, თავად მოამზადებთ ტოსკანურ კერძებს და გაეცნობით ნამდვილ ადგილობრივ კულტურას ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად.
დააგემოვნებთ საუკეთესო ღვინოსა და გურმანულ კერძებს, გაეცნობით, როგორ ქმნიან იტალიურ პარფიუმს და თავად შექმნით ინდივიდუალურ, თქვენზე მორგებულ სურნელს.
მოინახულებთ ულამაზეს, ფერად თერმულ წყლებს და ისიამოვნებთ ბუნებრივი სპა პროცედურებით, რომელიც ასახავს ტოსკანას სილამაზეს, კულტურას და იტალიური ცხოვრების დაუვიწყარ ხიბლს.
იხილეთ: ტურის დეტალური აღწერა
თარიღი: 22-26 ოქტომბერი
ხანგრძლივობა: 5 დღე / 4 ღამე
გამგზავრების ადგილი: თბილისი
ტურში ცვლილება
ტურში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია თქვენს პირად კონსიერჟთან კონსულტაციის პროცესში.
ტურით სარგებლობისთვის დააჭირეთ - “მოითხოვე კონსულტაცია”
გაითვალისწინეთ! ტურების რაოდენობა ლიმიტირებულია.